მუნიციპალიტეტის 62-ვე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყო


დღეს, ა.(ა).ი.პ. “ზუგდიდის მუნიციპლიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი”-ს დაქვემდებარებაში მყოფ 62-ვე საბავშვო ბაღში 17 სექტემბერს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. 

ა.(ა).ი.პ. ,,ზუგდიდის მუნიციპლიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“-ს ინფორმაციით, ცენტრის დირექტორმა, ხათუნა თოლორაიამ, მისმა მოადგილემ ელისო ჩემიამ და ცენტრის თანამშრომლებმა თითქმის ყველა საბავშვო ბაღი მოინახულეს, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი განახორციელეს.

პატარა აღსაზრდელებს, ცენტრის დირექტორმა  ხათუნა თოლორაიამ ახალი სასწავლო პროცესი მიულოცა: „მინდა ყველა პატარას და მათ აღმზრდელებს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება და ვუსურვო წარმატებები. ჩვენი ცენტრის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება საბავშვო ბაღების მოწესრიგება, პატარებისთვის სათანადო პირობების გაუმჯობესება და ხარისხიანი განათლების მიღება”.-განაცხადა  ხათუნა თოლორაიამ.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!