მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ-ნანავა თუ ზარანდია?


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’ თავმჯდომარე გონელი ნაჭყებია „ზუგდიდელებთან’’ საუბარში ამბობს, რომ საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას იგეგმება. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოიაზრებიან: მაიზერ ნანავა და ჯონი ზარანდია. აღნიშნულ ინფორმაციაზე მაიზერ ნანავამ კომენტარი არ გააკეთა,  ჯონი ზარანდიამ კი, დაადასტურა, რომ მისი კანდიდატურა ნამდვილად განიხილება საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!