მუნიციპალიტეტის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება


უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე უბანში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. როგორც “ენერგოპროჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა ეკა ურიდიამ აცნობა “ზუგდიდელებს,” ოპერატიულად მოხდება შუქის მიწოდების აღდგენა: “დილიდან, დიდთვლობით გამოწვეული ავარიული სიტუაციიდან გამომდინარე, მონაცვლეობით გამოირთო რამდენიმე ფიდერი. ჩვენ, ამ ეტაპზე, ზუსტად ვერ ვიტყვით, თუ რამდენ აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია, რადგან მონაცემები, უამინდობის გამო, ყოველწუთას იცვლება. ავარიული შემთხვევების აღკვეთაზე უკვე მუშაობენ “ენერგოპროს” ბრიგადები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსახლეობას ოპერატიულად, დღის განმავლობაში, აღუდგეს შუქის მიწოდება.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!