“მსოფლიო დასუფთავების დღე” ზუგდიდშიც აღინიშნა


“მსოფლიო დასუფთავების დღესთან” დაკავშირებით, „ზუგდიდასუფთავების“ ცენტრი,  ორი დღის განმავლობაში, ასუფთავებდა მუნიციპალიტეტისა და ქალაქის ტერიტორიებს. პირველ დღეს, დასუფთავდა  დაბალი ზონის სოფლები, კერძოდ, ინგირის, კახათის, კოკის, დარჩელის, ხურჩის, ანაკლიისა და განმუხურის ცენტრალური და მაგისტრალური ქუჩები, ასევე  დასუფთავდა ჯიხაშკარისა და რუხის ტერიტორიები.

დღეს, აქციის ფარგლებში „ზუგდიდასუფთავების“ ცენტრმა დაასუფთავა დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია, ბოტანიკური ბაღი, რკინიგზის სადგური, გულუას ქუჩა და ქალაქის რამდენიმე ობიექტი.  სხვადასხვა ნარჩენებისაგან გაიწმინდა და დასუფთავდა მდინარეების კალაპოტები. დასუფთავების აქციაში ზუგდიდის მერიისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებიც ღებულობდნენ მონაწილეობას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!