მოსწონთ თუ არა ცაიშელებს ხმის მიცემის ელექტრონული პროცედურა


ცაიშელი შუმახერ პაპავა, რომელმაც უკვე მისცა ხმა ცაიშის შუალედურ არჩევნებში, ამბობს, რომ მისთვის ხმის მიცემის ახალი ელექტრონული ტექნოლოგია სულაც არ ყოფილა დამაბნეველი. 

“მე ძალიან სწარაფად გავერკვიე ყველაფერში, ძალიან კარგია ცესკოს ინიციატივა, არჩევნებში ახალი ელექტრონული ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ. ყველაფერი მარტივი და გასაგებია. ” “ზუგდიდელებთან” განსხვავებული აზრი გამოთქვა რამდენიმე მოქალაქემაც. მათ არ ისურვეს თავიანთი ვინაობის გამხელა, მაგრამ თქვეს, რომ ძველი პროცედურა უფრო მისაღები იყო მათთვის.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშის თემში, შუალედური არჩევნები ელექტრონული სისტემით მიმდინარეობს. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როცა ცენტრალურმა საარჩენო კომისიამ ქვეყანაში ახალი საარჩევნო ტექნოლოგია გამოიყენა ხმის მიცემის პროცედურის დროს. ეს არის ხმის დათვლის ელექტრონული აპარატურა.

ცაიშის დეპუტატობისთვის სამი პარტიის წარმომადგენელი იბრძვის. „ქართული ოცნებიდან» თენგიზ ალმასია, „ევროპული საქართველონ“ გოდერძი კუკავა, „თავისუფალ საქართველოდან“ ბაჩუკი ნარუშვილი.

ცაიშში არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული ცაიშის მაჟორიტარი თამაზ ჟორჟოლიანი გასული წლის 2 ნოემბერს ტრაგიკულად დაიღუპა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!