მიეძღვნა იაკობ გოგებაშვილს


დღეს, ინგირის #1 საჯარო სკოლის მეორე (ბ) კლასის მოსწავლეებმა გამართეს იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით “იაკობ გოგებაშვილი: “ჩვენი მზე, ჩვენი დარია”. დღევანდელ ღონისძიებაზე მოსწავლებმა ისაუბრეს, დედა-ენის ავტორის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე. კლასის დამრიგებლის ნატო ჭუმბურიძის განმარტებით, მსგავსი ღონისძიებები ხშირად ტარდება მათ კლასში და მომავალშიც გაგრძელდება.

ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!