„ მე ვირჩევ თეატრს’’


დღეს, პროექტი „ მე ვირჩევ თეატრს’’ დაიწყო, რომლის ღია კარის დღე გაიმართა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში. ქალაქ ზუგდიდის მერიასა და თეატრალური უნივერსიტეტის რექტორატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ქალაქის მერია 12 სტუდენტს დაუფინანსებს სწავლას შოთა რუსთაველისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ოთხი წლის განმავლობაში.

ქალაქ ზუგდიდის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა უფროსმა ზამირა ღადუამ აღნიშნა, მომავალ წელს, თეატრს უსრულდება 150 წელი, თეატრის სარეაბილიტაციო პროექტი 15 მარტისთვის მზად გვექნება და სავარაუდოდ, ამ წელს დაიწყება თეატრის რეაბილიტაცია. რეაბილიტირებულ თეატრში მოუწევთ 12 ახალგაზრდას მოღვაწეობა.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=0QfWQ4JlAfc[/embedyt],,ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქს ყოველთვის ჰქონდა შემოქმედებითი პოტენციალი. ზუგდიდი ამით ყოველთვის ცნობილი იყო. ჩვენ ამით გვინდა გავაძლიეროთ, გავაახალგაზრდავოთ ზუგდიდის თეატრალური  დასი, რომელიც ოდითგანვე, ცნობილი იყო პროფესიონალი  შემოქმედებითი ჯგუფით.  მე დარწმუნებული ვარ, მინიმუმ 30 წელი ასეთი პროექტი არ განხორციელდება და 30 წლის შემდეგ, ქალაქი გაიხსენებს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას.”

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!