მერიამ ტენდერი გამოაცხადა ცენტრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის


ქალაქ ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ღუბელაძის ინფორმაციით, “ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირის გასწვრივ მდებარე ცენტრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, ტენდერი გამოცხადდა!

 შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 910532,0 ლარს შეადგენს.  პირველ ეტაპზე, 2017 წლისთვის დაგეგმილია არხის სადემონტაჟო სამუშაოები და ახალი რეკონსტრუირებული არხის მშენებლობა, პანდუსების მოწყობა-მოპირკეთება, არხის დახურული უბნების (სახიდე გადასასვლელები) მოწყობა, პანდუსებზე და გადასასვლელბზე მოაჯირების მოწყობა, არხის თავზე ბუნებრივი გრანიტის ბორდიურების მოწყობა, სარწყავი სისტემების მონტაჟი, წყალსაწრეტი ცხაურებისა და მილების მონტაჟი, დეკორატიული ქოთნების მოწყობა.  დენდროლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, მცენარეთა მოვლა-პატრონობა 2018 წლის თებერვალსა და მარტში, გაზაფხულზე განხორციელდება”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!