მეიქათონი ზუგდიდის ტექნოპარკში


საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ზუგდიდის ტექნოპარკი აცხადებს კონკურსს: “შექმენი შენი ქალაქის საახალწლო ინსტალაცია. ”

პროექტის მიზანია:
ხელი შეუწყოს საქართველოში გუნდების ჩამოყალიბებას, რომლებიც იმუშავებენ ინოვაციური და კრეატიული იდეების განხორციელებაზე.Fab-Lab-ებისა და ბიზნეს ინკუბატორის შესახებ ცნობადობის ამაღლებაახალგაზრდების იდეების განხორციელების ხელშეწყობა და მათი მოტივაციის გაზრდა.მოქალაქეების ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში.

პროექტში “შექმენი შენი ქალაქის საახალწლო ინსტალაცია ” შეირჩევა 8 გუნდი, თითო გუნდი უნდა შედგებოდეს 3 ადამიანისგან, რომელთაც გადაეცემათ თანხა 300 ლარის ოდენობით. პროექტის მონაწილეებს ექნებათ 6 დღე ინსტალაციის წარსადგენად (3 დღე საჭირო მასალების შესაძენად, ხოლო შემდეგი 3 დღე უშუალოდ ინსტალაციის შესაქმნელად)
პროექტის მონაწილეებს ინსტალაციების შესაქმნელად მუშაობა ზუგდიდის ტექნოპარკის ბაზაზე შეეძლებათ. აღნიშნული სამი დღის განმავლობაში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს მონაწილეთა კვებას და საცხოვრებელ ფართს (სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული გუნდებისთვის )

გამარჯვებული გუნდები მიიღებენ ფულად ჯილდოს:
I ადგილზე გასული გუნდი -1000 ლარს ;
II ადგილზე გასული გუნდი -500 ლარს;
III ადგილზე გასული გუნდი -300 ლარს.
ასევე გამარჯვებულ გუდებს ექნებათ დამატებითი შესაძლებლობა საკუთარი ინსტალაციები განათავსონ ქალაქის თვალსაჩინო ადგილას, რაც ხელს შეუწყობს მათ პროდუქტის კომერციალიზაციას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 16 დეკემბერი .

 

 

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!