მდინარე ჩხოუშიის სანაპირო ზოლი დასუფთავდა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” თანამშრომლების მიერ, დილიდან, მიმდინარეობდა მდინარე ჩხოუშიის სანაპირო ზოლის დასუფთავების პროცესი. “ზუგდიდიდასუფთავების ცენტრი” მიმართავს მოსახლეობას: “მიუხედავად იმისა, რომ ნაგვის ურნები ქალაქის ქუჩებში ყოველ ფეხის ნაბიჯზეა განთავსებული და მათი დაცლა სისტემატიურად ხორციელდება, მოსახლეობის ნაწილი ნაგავს პირდაპირ ქუჩაში ან მდინარეში ყრის.  ნუ დაანაგვიანებთ გარემოს, ნაგავი მოათავსეთ სანაგვე ურნაში! დაბინძურებული გარემო საშიშია ცოცხალი ორგანიზმების (ადამიანი, ცხოველი, მცენარე) ჯანმრთელობისთვის. გარემოს დანაგვიანება-დაბინძურება ისჯება კანონით (2015 წლის იანვრიდან ძალაში შესული ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმებით).

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!