“ლურჯი ნაკადულის დღე”


22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც ცნობილია, როგორც „ლურჯი ნაკადულის დღე’’. დილიდანვე, „ზუგდიდდასუფთავების’’ ცენტრმა დასუფთავების აქცია მოაწყო. დასუფთავდა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის  მდინარეები, ღელეები, ნაკადულები, წყალსაწრეტი არხები და მათი მიმდებარე ტერიტორიები.

სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა მდინარე ჩხოუშია და მისი მიმდებარე ტერიტორია.

„ზუგდიდდასუფთავების’’ ცენტრის თანამშრომლების მიერ დასუფთავებულ იქნა  განმუხური – ანაკლიის სანაპირო ზოლი.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!