ლელა ქებურიამ ბრიფინგი გამართა


დღეს, „ევროპული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ ბრიფინგი გამართა. მისი განმარტებით, ივანიაშვილის მმართველობის პერიოდში, მოსახლეობის კეთილდღეობა ყოველდღიურად მცირდება.ლელა ქებურია ამბობს, რომ მოქალაქეების შემოსავალი არ იმატებს, ხარჯი კი იზრდება. 

მისი თქმით, 2016 წელს 2015 წელთან  შედარებით, სიღარიბე გაიზარდა და ეს განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობის პირობებზე აისახა.მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქ.სტატის მონაცემებით, 2013 წლიდან დღემდე, ნათესი ფართობების რიცხვი, ყოველწლიურად მცირდება. მისი ინფორმაციით, საშემოდგომო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 9400 ჰექტარით, ხოლო საგაზაფხულო ნათესი ფართობი 15500 ჰექტარით.  მერობის კანდიდატის მტკიცებით, 2013 წლიდან 2017 წლამდე, ნათესი ფართობების რიცხვი შემცირებულია 30%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროში, მიმდინარე რეფორმა იყო წარუმატებელი, მათ შორის, ხვნა -თესვის პროგრამა, რომელზეც 15 მილიონი ლარი დაიხარჯა. 2016 წელს შემცირებულია მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის ღორებისა და ფრინველთა სულადობა, რაც მისი აზრით, საგანგაშოა და მოხდება ნაკლები ხორცის, რძის და კვერცხის წარმოება. მდგომარეობის გამოსასწორებლად, „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკა და  სთავაზობს გამოსავალს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, რაც გულისხმობს გადასახადების დაწევის გზით რეალური ეკონომიკური ზრდის გაზრდას. არაეფექტიანი პროგრამების შეწყვეტას და მოსახლეობისათვის  ფულადი დახმარების გაწევას, ასევე დიზელზე აქციზის განახევრებას, რაც სოფლად მცხოვრებ გლეხს ხვნის ხარჯებს შეუმცირებს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=rJamQXs3NTk[/embedyt]

ლელა ქებურიამ ბრიფინგზე, ასევე, ისაუბრა თხილის მოსავალზე და სიმინდის ნათესებზე. მისი თქმით, განადგურებულია თხილის მოსავალი და განადგურება ემუქრება სიმინდის ნათესებსაც. ლელა ქებურიას განმარტებით, ამ მიმართულებით მთავრობა არაეფექტურად მუშაოაბს და მოსახლეობას აქვს შიმშილის შიში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!