ლევან სულაშვილი–მე ჩემი სურვილით წამოვედი სამსახურიდან


გუბერნატორის პრესსამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა, ლევან სულაშვილმა, ამ თანამდებობაზე მისვლიდან ორ დღეში, გავრცელებული ინფორმაციით, პირადი პრობლემების გამო, დატოვა პოსტი. “ზუგდიდელები” გამოეხმაურა ამ ფაქტს და გამოაქვეყნა წყაროს ინფორმაცია, რომ სულაშვილმა გუბერნატორთან შელაპარაკების შემდეგ დატოვა სამსახური.ჩვენ დაგვიკავშირდა ლევან სულაშვილი და კიდევ ერთხელ გაუსვა იმას ხაზი, რომ მან მხოლოდ პირადი პრობლემების გამო დატოვა პრესსამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა და არანაირი შელაპარაკებას არ ჰქონია  ადგილი გუბერნატორთან. “თქვენ შეგიძლიათ, ამ თემასთან დაკავშირებით, პირადად დაურეკოთ მოწერელიას. არ ჰქონია ადგილი არანაირ შელაპარაკებას. მე მხოლოდ პირადი პრობლემის გამო დავტოვე ეს პოსტი. მე ჩემი სურვილით წამოვედი სამსახურიდან.”

“ზუგდიდელები” ტელეფონით რამდენენჯერმე დაუკავშირდა გუბერნატორს, მაგრამ მან არ უპასუხა ჩვენს სატელეფონო ზარებს,-როგორც მისმა ავტომოპასუხემ “გვაცნობა”, მას, ამ ეტაპზე, არ შეუძლია ჩვენთან საუბარი.

ლევან სულაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 26 აგვისტოს დაინიშნა. მან პრესსამსახურის უფროსის თანამდებობაზე პაატა ლაგვილავა შეცვალა. 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!