ლაშა გოგიამ 9 თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ 9 თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას.  „მე როგორც გამგებელი 2016 წლის 1 დეკემბერს შევუდექი ჩემს უფლება-მოვალეობას. პირველ რიგში, განვახორციელე გამგეობაში რეორგანიზაცია. შევქმენი მობილური ძლიერი გუნდი და დავიწყეთ საქმიანობა.

 პირველი ორი თვე, ძირითადად, ჩვენი საქმიანობა იყო მოსახლეობაში გასვლა. 48 ადმინისტრაციულ ერთეულში ვატარებდით შეხვედრებს, დავდიოდით კარდაკარ, ვეცნობოდით პრობლემებს და დავსახეთ გეგმა“,-აღნიშნა გამგებელმა სიტყვით გამოსვლისას. ლაშა გოგიას თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შესრულდა 36 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი. მისი ინფორმაციით, ძირითადი ნაწილი დაიხარჯა გზებზე რეაბილიტაციაზე. გამგებელის განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა სოციალური პროგრამებით. გოგიას თქმით, დეკემბრიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროგრამებით 6ათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის სახლების მშენებლობაზე. გამგებლის მტკიცებით, ახალ წელს, ახალ სახლებში, 27 სოციალურად დაუცველი ოჯახი შეხვდება. მან დღეს, სახლების მფლობელებს სიმბოლურად გასაღებები გადასცა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=cKgX-SSABPs[/embedyt]

გამგებელმა თავის გამოსვლაში, ასევე ისაუბრა ხიდების რეაბილიტაციაზე, ნაპირსამაგრ სამუშაოებზე, წყალმომარაგების ქსელის მოწყობაზე, სოციალური და ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ პროგრამებზე და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე. გამგებელმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ახალაშენებულ და რეაბილიტირებულ ბაღებზე, სკოლებზე და ბიბლიოთეკაზე. ლაშა გოგიამ ისაუბრა გამგებლის სტიპენდიაზე და დაფინანსებულ ექსკურსიაზე. მისი თქმით, წარჩინებულ სტუდენტებს გამგეობა დაეხმარება და გვერდში დაუდგება. დღევანდელ შეხვედრაზე გამგებელმა პროექტ ფოტოკონკურსის „წარმოაჩინე შენი სოფელი“ გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, შეხვედრამ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!