ლაღიძის ქუჩაზე საკანალიზაციო ჭაა გაჭედილი


უკვე ორ კვირაზე მეტია, ლაღიძის ქუჩაზე, საკანალიზაციო ჭიდან შეუწყვეტლივ გადმოდის წყალი და თითქმის მთელ ქუჩას ტბორავს. ძნელია ამ ქუჩაზე გავლა როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისათვის. როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ გვითხრა, მდგომარეობა რთულდება წვიმების დროს, როცა წყლის ოდენობა იმატებს, ქუჩაში მოძრაობას აფერხებს. როგორც ისინი ამბობენ, ეს არის წყალი, რომელიც მოდის ოდიშიდან, წერეთლის ქუჩიდან, მიწისქვეშა მილებით.  ლაღიძის ქუჩაზე, ყოფილი პოლიტექნიკური სასწავლებლის შენობის წინ კი, კანალიზაციის ჭა სავარაუდოდ, ნარჩენებისგან, ნაგავისგანაა გაჭედილი და შემომავალი წყალი იქ გუბდება. ლაღიძის ქუჩის მოსახლეობა სწრაფ რეაგირებას სთხოვს სათანადო სამსახურებს ამ ფაქტთან დაკავშირებით.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!