კოლხური ბზის გადასარჩენად


CENN- კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით სამეგრელო- ზემო სვანეთი მხარესა და აჭარის რეგიონში კოლხური ბზის ალურის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის ერთობლივი გზები დასახეს.შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების, აგრეთვე სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.
კობა ქანთარიას თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან, რათა რეგიონში აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!