კლუბ “ოდიშს” გამგეობამ უმასპინძლა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ საქართველოს ჩემპიონ ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბ „ოდიშს“ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უმასპინძლეს. ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბმა „ოდიშმა“ 4 თამაში ჩაატარა, საიდანაც 3 თამაშში გამარჯვება მოიპოვეს და ერთი ფრედ დაასრულეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოწინააღმდეგეთა გუნდიდან არცერთი გოლი კლუბ „ოდიშის“ კარებში არ შესრულებულა. გამარჯვებულებს მედლები, სიგელები და თასი გადაეცათ.
კლუბ „ოდიშს“ წვრთნებისთვის, სპორტული ფორმებისთვის, ახალი ყავარჯნებისთვის და საჭირო აღჭურვილობის შესაძენად ფინანსური დახმარება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაუწია. მუნიციპალიტეტის გამგეობა ფინანსურ მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.


კომენტარი

  1. irma

    ყოჩაღებოოო…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!