კახა მიქაია დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება


ზუგდიდის თემის საკრებულოს წევრმა ,,ქართული ოცნებიდან” კახა მიქაიამ დღეს, საკრებულოს პირველსავე სხდომაზე  განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ის არ გაერთიანდება საკრებულოს არცერთ ფრაქციაში, მათ შორის არც ,,ქართულ ოცნებაში”, რომლის მხარდამჭერიცაა, მაგრამ არა წევრი, რომ ის იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი საკრებულოში. კახა მიქაიამ განმარტა, რომ ამ განცხადებას წინასწარ აკეთებს, რადგან ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება საკრებულოს მეორე სხდომას, რომელიც 16 ივლისსაა ჩანიშნული და სადაც განიხილება საკითხები საკრებულოს ფრაქციების შექმნის შესახებ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!