“კაცები ზრუნავენ”


ზუგდიდში, კამპანია “კაცები ზრუნავენ” ფარგლებში, “მამის დღესთან” დაკავშირებით, მწერალმა ზვიად კვარაცხელიამ შეხვედრა გამართა. მან ისაუბრა რა როლი აკისრიათ დღეს მამებს ბავშვის აღზრდის პროცესში და როგორ უნდა გამონახონ მშობლებმა საერთო ენა მათთან. მწერალმა პატარა სტუმრებს ალექსანდრე ლორთქიფანიძის ზღაპარი “იავნანა ლილისთვის” წაუკითხა. თავის მხრივ, ბავშვებმა მამაზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს და სიმღერებიც შეასრულეს.IMG_5805

ზვიად კვარაცხელიას განმარტებით, აუცილებელია, მამებსა და შვილებს უფრო მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან, მოძებნონ  საერთო ინტერესები და გადაკვეთის წერტილები, რომელიც უფრო დაახლოებს მათ. “ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ცოტა დრო გვაქვს, ან არ გვაქვს დრო იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს დავუთმოთ დღის განმავლობაში. უფრო მეტად მოვინდომოთ და უფრო მეტად ვირწმუნოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია და საქმე აუცილებლად მოიცდის. ეს ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი შვილების მეტი სიახლოვისთვის და ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი საერთო ინტერესი ვიპოვოთ, წიგნი იქნება ეს, სპორტი თუ სეირნობა, ჰობი, რომელიც გაგვაერთიანებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შვილები გამოგვყვება.”IMG_5800


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!