“იცოდე შენი კუთხის ისტორია”- მეორე ტური


 მოსწავლე- ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და სასახლის მხარეთმცოდნეობის კლუბის (ხელმღვანელი თეონა ხუბულავა) ერთობლივი ვიქტორინა-კონკურსი „იცოდე შენი კუთხის ისტორია“- მეორე ტური, რომელიც მიეძღვნა ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეს.

ვიქტორინა-კონკურსის მიზანია სამეგრელოს წარსულში მოგზაურობა. ეთნიკური და კულტურული ფასეულობების პატივისცემის პოპულარიზაცია, მოზარდებში მშობლიურ კუთხის ისტორიის ცოდნის ამაღლება, საქართველოს ფორმირებაში სამეგრელოს მნიშვნელოვანი როლის გაცნობიერება. ვიქტორინა-კონკურსის მეორე ტური შეეხებოდა დასავლეთ საქართველოს, ახ.წ. პირველ-მეექვსე საუკუნეებში.

კონკურსის თემატიკა იყო: ისტორიული კოლხეთის მოსახლეობა და ტომთა გაეერთიანებების ჩამოყალიბება, ლაზთა სამეფოს წარმოქმნა და განმტკიცება, ლაზთა (ეგრისის) სამეფოს პოლიტიკური მდგომარეობა, ლაზთა (ეგრისის) სამეფოს ეკონომიკური მდგომარეობა, ბრძოლა ირანელი და ბიზანტიელი დამპყრობელების წინააღმდეგ ეგრისში, ეგრისის, სოციალური და კულტურული ვითარება, ქრისტიანობის მიღება, ნამოსახლარები, სამარხეული ძეგლები, ხელოსნების დარგები და ხუროთმოძღვრული ძეგლები, რომაელ-ბიზანტიელი მწერლების ცნობები.IMG_3445

ვიქტორინა-კონკურსში მონაწილეობა მიიიღეს: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდებმა: პირველი საჯარო სკოლის გუნდმა „ლაზიკა“, მეორე საჯარო სკოლის გუნდმა „აია“, მეორე საჯარო სკოლის გუნდმა „მაფშალია“, მეხუთე საჯარო სკოლის გუნდმა „კოლხები“, მეექვსე საჯარო სკოლის გუნდმა „აია“, მეშვიდე საჯარო სკოლის გუნდმა“კვირბები“, კახათის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა „კოლხა“, ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის გუნდმა „ლაბირინთი“, რუხის საჯარო სკოლის გუნდმა „ჰერაკლე“, აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა „პანაცეა“, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს საჯარო სკოლის გუნდმა „კვირბები“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა „ნიკე“და ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდმა „ტალანტები“. ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, სასწავლო წლის ბოლოს დაგეგმილია ვიქტორინა-კონკურსის „იცოდე შენი კუთხის ისტორია“, ფინალური შეხვედრა, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!