ინტელექტუალური თამაში მშობლების მონაწილეობით


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითრაების სასახლის კლუბის რა? სად? როდის? ისტორიაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში მშობელთა შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მშობელთა ხუთმა გუნდმა. ინტელექტუალურ კლუბის რა? სად? როდის? ხელმძღვანლის ჯენეტ ქვარცხავას განმარტებით, დღევანდელ თამაში მშობლებმა გამოავლინეს გასაოცარი ერუდიცია, ცოდნა, სწრაფვა-გამარჯვებისაკენ. მისი თქმით, მშობლები იყვნენ ძალიან აზარტულები. „პროექტის მიზანია სასახლესა და მშობლებს შორის მოხდეს ურთიერთთანამშრომლობა. მშობლებმა ნახონ რა გარემოში არიან მათი შვილები. დღეს, ბავშვები იყვნენ გულშემატკივრები, ცდილობდნენ მშობლები ყოფილიყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. მე მგონი, პროექტი შედგა. მომავალში, თუ იქნება კეთილი ნება პროექტი გაგრძელდება და იქნება სახალისო, სასიამოვნო, სასარგებლო, როგორც სასახლის ბავშვებისათვის ასევე, დიდებისთვის“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=fD7qvx9RIFk[/embedyt]

ინტელექტუალურ თამაში გამარჯვება მოიპოვა რუხის გუნდმა. გამარჯვბეული გუნდის წარმომადგენელის გელა ხასიას განმარტებით, დღევანდელი დღე სტიმულის მომცემი იყო ბავშვებისთვის. „მინდა მადლობა ვუთხრა დღევანდელი დღის ორგანიზატორებს, პატივისცემისთვის, გულთბილი დახვედრისთვის და საჩუქრისთვის. დიდი სურვილი გვექნება ეს პროექტი გაგრძელდეს როგორც ბავშვებში, ასევე, მშობლების ჩართულობით. ინტელექტუალურ თამაშს ორმაგი სტიმული ექნება”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ri0tTlmXnM8[/embedyt]

ღონისძიების ბოლოს, გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.IMG_5749


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!