ილია ჭავჭავაძე-180


მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა ვიქტორინა-კონკურსი ,,ილია ჭავჭავაძე 180″. ვიქტორინა-კონკურსის თემატიკა ილიას ცხოვრების, შემოქმედებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ეპიზოდები, მოვლენები და ნიმუშები იყო. ვიქტორინა-კონკურსში მონაწილეობა მიიღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდებმა:

 I საჯარო სკოლა, – გუნდის ხელმძღვანელი მაკა აკობია, II საჯარო სკოლა, – გუნდის ხელმძღვანელი ნარგიზა სორდია, IX საჯარო სკოლა, – გუნდის ხელმძღვანელი დოდო სორდია,  X საჯარო სკოლა, – გუნდის ხელმძღვანელი მაია თოდუა, ნარაზენის საჯარო სკოლა – გუნდის ხელმძღვანელი ინგა არონია, კახათის I საჯარო სკოლა, – გუნდის ხელმძღვანელი თეონა კაკულია, ახალკახათის საჯარო სკოლა – გუნდის ხელმძღვანელი ინდირა ხვინგია ყულიშკარის საჯარო სკოლა, – გუნდის ხელმძღვანელი ნანა მიქავა, ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა, – გუნდის ხელმძღვანელი ინგა ბელქანია, რუხის საჯარო სკოლა – გუნდის ხელმძღვანელი თამარ თოდუა. 

ვიქტორინა-კონკურსში I ადგილი მოიპოვა X საჯარო სკოლის გუნდმა, II ადგილი კახათის I საჯარო სკოლის გუნდმა და III ადგილი კი II საჯარო სკოლის გუნდმა. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები და დიპლომები, ხელმძღვანელ პედაგოგებს მადლობის ფურცლები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!