“თხილის ფორუმი” ანაკლიაში


15 მაისს, ანაკლიაში, „პალმ ბიჩის“ საკონფერენციო დარბაზში საქართველოს თხილის დარგის მესვეურთა ფორუმი გაიმართება.ფორუმი  ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამ“-ის ორგანიზებით და ევროკავშირის დაფინანსებით ტარდება.
მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმებისა და ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები. ასევე თხილის დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები და მეცნიერები,  თხილის გადამმუშავებელი ადგილობრივი და უცხოური საწარმოების, ექსპორტიორი ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ფორუმი დაიწყება 13.00 საათზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!