“თანაზიარმა” ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა სოციალურად დაუცველ ბავშვებს სასკოლო ნივთები გადასცა


არასამთავრობო ორგანიზაცია რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარმა“ ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრების და პრობაციონერთა სოციალურად დაუცველ 22 ბავშვს საჩუქრად სასკოლო და საკანცელარიო ნივთები გადასცა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხათუნა ბეჭვაიას თქმით, დღევანდელი ღონისძიების მიზანი მათი ბენეფიციარების ხელშეწყობაა: „გვინდა, მათ გადავცეთ ის ნივთები, რომლებიც აუცილებლად სჭირდებათ. მოვუწოდებ ყველას, ვისაც ხელეწიფება მსგავსი აქტივობების ჩატარება, ხელი შეუწყონ მათ, რადგან ეს არის მომავალი თაობა და მათთვის კარგი განათლების მისაღებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს“.41549989_2002574733096855_391439737354715136_n

„თანაზიარმა“ ბენეფიციარებს რვეულები, საწერ-კალმები, ჩანთები და სხვა სასწავლო ნივთები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გადასცა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!