“თანაზიარის” მრგვალი მაგიდა პროექტის ფარგლებში


რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა “თანაზიარმა” პროექტის „სამართლიანი არჩევნები-დემოკრატიული საზოგადოება“ ფარგლებში, მრგვალი მაგიდა გამართა. ცენტრის დირექტორმა, ხათუნა ბეჭვაიამ, შეხვედრის მონაწილეებთან აღნიშნა, რომ „თანაზიარი“ 17 წელია ფუნქციონირებს და მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. „ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, ჯანდაცვა, განათლება. ორგანიზაცია მყარად დგას, რადგან აქვს მიმდინარე პროექტები, აქვს ოთხი ოფისი, ერთადერთი ორგანიზაციაა ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც აქვს საკუთარი პოლიკლინიკა“. დღევანდელ შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ  ზუგდიდის მერობის კანდიდატები, მაგრამ შეხვედრაზე მხოლოდ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი გოგიტა ბიგვავა იმყოფებოდა. მოგვიანებით, შეხვედრაზე მყოფმა, მერობის  კანდიდატების შტაბის წამომადგენლებმა, მათი შეხვედრაზე არდასწრება მოუცლელობით და სარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებით ახსნეს. ხათუნა ბეჭვაიამ ისაუბრა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობებზე და აქტივობებზე.  მისი  ინფორმაციით, ჩატარდა 40 საინფორმაციო შეხვედრა ოთხ მუნიციპალიტეტში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1500- 1700 ადამიანმა. „თანაზიარის“ დირექტორი ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში, მოხდა არჩევნების დღის ინსცენირება, გამოიცა ხუთი ათასი საარჩევნო წიგნაკი, ჩატარდა ორი რადიო თოქშოუ და ორი  საგაზეთო სტატია დაიბეჭდა გაზეთ „ზუგდიდში“, ასევე ჩატარდა საჯარო სტენდის აქცია, სადაც დარიგდა  2000 ცალი ლიფლეტი.   [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=I5404uCgHZc[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!