თამუშა ახალაიამ მჯდომარე აქცია გამართა


დღეს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, ჩხოროწყუს მკვიდრმა, 72 წლის თამუშა ახალაიამ მჯდომარე აქცია გამართა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სტიქიამ საცხოვრებელი სახლი დაუზიანა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ის ამბობს, რომ მას სოციალური დახმარება მოუხსნეს. “ოჯახში მყავს პირველი ჯგუფის ინვალიდი, 40 წლის შვილი. ცუდ მდგომარეობაში ვართ, სახლი სტიქიამ დამიზიანა, აწვიმს. გუბერნიას შეუძლია ჩემი დახმარება. აქ ნუგზარ გაბელიასთან ვიყავი, მაგრამ შედეგი არაფერი”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=iiK2Jd22VfM[/embedyt]

სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში აცხადებენ, რომ იციან თამუშა ახალაიას ოჯახური პირობების შესახებ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანლის ავთანდილ ცქვიტაიას თქმით, მოქალაქე თამუშა ახალაიას ყავს ათი ძროხა, აშენებს სახლს და ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ მისთვის სასურველი ქულები ვერ მიიღო და მოეხსნა სოციალური სტატუსი. ავთანდილ ცქვიტაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოქალაქე თამუშა ახალიას სახლში იმყოფებოდა კონტროლის ჯგუფის ხალხი და უახლოეს ხანებში საბოლოო პასუხი იქნება ცნობილი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=c2YWR4N1qIg[/embedyt]

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის ნუგზარ გაბელიას განმარტებით, თამუშა ახალაიას რამდენჯერმე შეხვდნენ. გაბელიას თქმით, 2014 წელს სტიქიის შემდეგ, ჩხოროწყუს გამგეობამ მას 1000 ლარი გადასცა მასალების შესაძენად, მაგრამ მას ეს თანხა არ გამოუყენებია და მთლიანად დაუხარჯავს გულის სამკურნალოდ. გაბელია ამბობს, რომ  გარდა ამისა, ახალაიაზე რამდენჯერმე გაიცა ერთჯერადი სოციალური დახმარებაც.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!