თამარ ჟვანია: ცაიშის არჩევნები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშის თემის შუალედური არჩევნები განსაკუთრებით რეზონანსულია, რადგან საქართველოში პირველად, ცაიშში იქნა გამოყენებული ხმის მიცემის ელექტრონული ტექნოლოგია.

ცაიშის 73–ე უბანში მყოფმა ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ცაიშის შუალედური არჩევნების გამართულად ჩატარება მნიშვნელოვანია სრულიად საქართველოსთვის, რადგან დღეს ცაიშში, საქართველოში პირველად, ტარდება არჩევნები ელექტრონული სისტემით და ეს არის სიახლე ქართულ საარჩევნო სივრცეში.

რადგან ელექტრონული სისტემით არჩევნები პირველია და ცაიშელ მოქალაქეებს რომ არ შეექმნათ დისკომფორტი ხმის მიცემასთან დაკავშირებით, უბნებში და უბნის ეზოებში დამონტაჟებულია მეთოდური ლიტერატურა, რომელშიც დეტალურად არის განმარტებული, თუ როგორი პროცედურა უნდა გაიაროს მოქალაქემ ხმის მისაცემად.

კომისიის წევრებს აქვს უფლება, სიტყვიერადაც აუხსნან მოქალაქეებს, როგორ მისცენ ხმა ახალი ტექნოლოგიის საშუალებით

ცაიშის თემში 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!