ზუგდიდში საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული ოფისი გაიხსნა


ქალაქ ზუგდიდში საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული ოფისი დაფუძნდა. ოფისი საზეიმო ვითარებაში “საქართველოს უნივერსიტეტის” რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

“საქართველოს უნივერსიტეტის” რეგიონული ოფისი ადგილობრივ მცხოვრებლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს ისარგებლონ სპეციალურად მათთვის დაგეგმილი ისეთი ტიპის უფასო სერვისებით, როგორიცაა იმიტირებული გამოცდები, სერტიფიცირებული ტრენინგები, საჯარო ლექციები, ოლიმპიადები, ღია კარის დღეები, მასტერკლასები, იურიდიული კონსულტაციები, სხვა მათთვის საინტერესო საკითხები.

“საქართველოს უნივერსიტეტის” რეგიონული ოფისის გახსნას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, მოსწავლეები, აბიტურიენტები, მშობლები, დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის წარმომადგენლობა ზუგდიდში, ზ. გამსახურდიას გამზირზე, #32-ში განთავსდა. ნებისმიერ მსურველს კონსულტაციის მიღება შეუძლია როგორც ადგილზე, ასევე ტელეფონითაც 591 84 07 07


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!