ზუგდიდში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი მიმდინარეობს


ზუგდიდში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სააახალწლოდ მოირთვება ზვიად გამსახურდიას გამზირი, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩები, ცენტრალური მოედანი,

ბულვარის ტერიტორია, ბულვარის შიდა ტერიტორია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმის კარიბჭემდე მისასვლელი გზა, მუზეუმის ეზო, მუზეუმში არსებული მარადმწვანე მცენარეები, ნიკოსეულ სასახლესთან მდგარი ნაძვის ხე და მუზეუმის ეზოში ლამპიონები. დაიდგმება ,”ანგელოზის” კონსტრუქციაც.47687336_951267145068725_6368836866698903552_n

დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებების ჩატარება.48367661_593524267735525_2257738555159740416_n

საახალწლო დეკორაციებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 323 653 ლარი იხარჯება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!