ზუგდიდში თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა შეხვედრა გამართა


დღეს, ზუგდიდში, „საუნჯეს“ ოფისში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ შეხვედრა გამართა. დღევანდელ შეხვედრაზე გაიმართა ორგანიზაციის მიერ, მომზადებული ვიდეოსიუჟეტების ჩვენება, რომელიც ეხებოდა სმენადაქვეითებულებს და მხედველობაშეზღუდული ადამიანების პრობლემას.  შეხვედრის ბოლოს, გაიმართა დისკუსია. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენელმა მარიკა ზაქარაძემ განმარტა, რომ მათი ორგანიზაცია მუშაობს აჭარის რეგიონში. შეხვედრაზე ვიდეოსიუჟეტებით ნაჩვენები იყო სმენადაქვეითებულ და მხედველობადაკარგულ ადამიანებზე, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე და პრობლემებზე. „ვისაუბრეთ, რა მდგომარეობაა ამ თემის ირგლივ ზუგდიდში. ეს იყო ეთგვარი გამოცდილების გაცვლა დისკუსიის ფორმატში.“-გვითხრა მარიკა ზაქარაძემ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!