ზუგდიდში “ზებრაგადასასვლელები” ფერებით მოიხატა


ქალაქის ცენტრში, სამი ზებრა გადასასვლელი მოხატეს. ერთი, ჭადრაკის სასახლესთან არსებული ზებრა გადასასვლელი, რომელსაც ჭადრაკის დაფის ფორმა აქვს, მეორე, რუსთაველის ქუჩაზე, შუქნიშნის გასწვრივ. გვირილის გამოსახულებიანი ზებრა გადასასვლელი მოიხატა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან.ინიციატივა ახალგაზრდულ ასოციაცია “დრონს” ეკუთვნის და ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდა. ახალგაზრდების მიერ იგეგმება ქალაქში,  ქვეითთა რამდენიმე გადასასვლელის მოხატვაც. 

რამდენიმე დღის წინ, მოხალისეებმა კოსტავას ქუჩაზე კედელი სხვადასხვა თემატური ნახატებით მოხატეს. ღონისძიება კამპანია “გააფერადე ზუგდიდი“-ს ფარგლებში ტარდება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!