ზუგდიდში ალილოს მსვლელობა არ ჩატარდა


ზუგდიდში დღეს ალილოს მსვლელობა არ ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,აიპრესი” ავრცელებს:
,,დღეს, ქალაქ ზუგდიდში, ქრისტეშობის დღესასწაულზე ალილოს მსვლელობა არ ჩატარდა. როგორც „აიპრესთან“ საუბრისას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია აცხადებს, ზუგდიდის თვითმმართველობა მზად იყო ალილოს მსვლელობის ჩასატარებლად, თუმცა, უამინდობის გამო ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს გადაწყვეტილებით ალილოს მსვლელობა არ ჩატარდა. „ჩვენ მზად ვიყავით ალილოსთვის, მოგეხსენებათ, ალილო ტარდება საპატრიარქოსა და ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის ხელმძღვანელობით, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით. ყოველწლიურად ტარდება ალილოს დღესასწაული. წელსაც ჩვეულებრივად იგეგმებოდა ალილოს ჩატარება. ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ მეუფესთან შეხვედრის დროს. 1 საათზე უნდა დაწყებულიყო მსვლელობა ქალაქის 4 კუთხიდან. ამასთანავე ჩატარდებოდა საჯანმრთელო პარაკლისი ივერიის ღვთისმშობელის სახელობის მშენებარე ტაძარში. წუხელ, საშობაო წირვის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მეუფეს ლოცვა-კურთხევით ალილოს მსვლელობა არ ჩატარდებოდა. ამის მიზეზად დასახელდა ცუდი ამინდი. ანუ, შეცვლილი კლიმატური პირობები და სიცივე. მეუფე გაუფრთხილდა საზოგადებას, წვიმაში და სიცივეში ხალხი არ ყოფილიყო ქუჩაში და დისკომფორტი არ ეგრძნოთ. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომელიც გადმომცეს ეპარქიის წარმომადგენლება. შესაბამისად, დაიგეგმა პარაკლისი გადახდილიყო ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, რომელიც მამა მალხაზმა გადაიხადა. ჩვენ, რაც დაგეგმილი გქონდა, ქალაქის მერიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესაწირავი შეაგროვა და მივიტანეთ ეკლესიაში. ხელისუფლების წარმომადგენლები სასულიერო პირებთან ერთად დავესწარით პარაკლისს, რომელიც მამა მალხაზმა გადაიხადა.

_ საუბრობენ იმაზე, რომ ქალაქ ზუგდიდის თვითმმართველობამ ალილოს მსვლელობისთვისთვის თანხები არ გამოყო.

_ ქალაქის მერიამ და ასევე მუნიციპალიტეტის გამგეობამ, წლის ბოლოს გამოყო გარკვეული თანხები, რომლითაც ჩვენ დავეხმარეთ გაჭირვებაში მყოფ, სოციალურად დაუცველ და მარტოხელა ადამიანებს, რომლებსაც საახალწლოდ 50 ლარიანი პაკეტი გაუკეთდათ და მივუტანეთ სახლებში. ხვალ ზუგდიდში გაიმართება საქველმოქმედო ღონისძიება „ერთსულოვნება,“ ჩატარდება კონცერტი. ქველმოქმედების გარდა, საჯარო მოხელეებმა ჩვენი ხელფასიდან შევიძინეთ ბილეთი, რომელიც 10 ლარი ღირდა. მე როგორც ვიცი 500 ბილეთი გაიყიდა. მაქვს ინფორმაცია, რომ ხვალინდელ აქციას ადგილობრივი ბიზნესმენებიც შემოუერთდნენ. ასე რომ, თქვენი ინფორმაცია, ადგილობრივმა თვითმმართველობამ თანხები არ გამოყოო, არასწორია.”

http://ipress.ge/new/732-meufe-gerasimes-gadatsyvetilebit-zugdidshi-alilos-msvleloba-ar-chatarda


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!