ზუგდიდის №3 საჯარო სკოლას ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა


ზუგდიდის №3 საჯარო სკოლას ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.  აღნიშნულ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა ერთხმად უყარეს კენჭი.

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ნათია ფიფიას განმარტებით, კომისიის სხდომის წევრებმა, ერთად მიიღეს დადებითი გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ მიენიჭებინათ სკოლისთვის ზვიად გამსახურდიას სახელი.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!