ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 9 ა.ა.ი.პ–ს და 3 შპს–ს დააფინანსებს


ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტი, რომელიც 2017 წლის 29 დეკემბერს მიიღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 9 არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულს პირს /ა. ა.ი. პ/ და 3 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას (შ.პ.ს.) დააფინანსებს.

ბიუჯეტი, 4200.0 ათასი ლარით  დააფინანსებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების პროგრამას, რომელსაც განახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”.

4200.0 ათასი ლარით  დაფინანსდება  ა.ა.ი.პ “კეთილმოწყობის ცენტრი” მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელებისთვის.

200.0 ათასი ლარით დაფინანსდება ბიუჯეტიდან, ბოტანიკური ბაღების ხელშეწყობის პროგრამა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ  განმუხურის ბოტანიკური ბაღი” განახორციელებს.

5000.0 ათასი ლარი, ბიუჯეტმა, სკოლამდელი აღზრდის განათლების ხელშეწყობის პროგრამისკენ მიმართა და მისი განმხორციელებელია ა.ა.ი.პ “სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი”.

ა.ა.ი.პ “მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე”, რომელსაც შეუერთდა ყოფილი ა.ა.ი.პ.–ები:  N1, N2 სამუსიკო-საგუნდო და სამახატვრო სკოლები, 900,0 ათასი ლარიანი დაფინანსებით, სკოლისგარეშე სწავლისა და სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობის პროგრამას განახორციელებს.

1300.0 ათასი ლარით დაფინანსდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ა.ა.ი.პ ,,სპორტის განვითარების ცენტრის“ ბაზაზე.

910.0 ათასი ლარი  გამოიყო ბიუჯეტში ხელოვნებისა და კულტურის ხელშეწყობის პროგრამისათვის, რომელსაც განახორციელებს ა.ა.ი.პმუსიკალურ -ქორეოგრაფიულ ცენტრი  “ოდიში”, რომელსაც შეუერთდა ყოფილი ა.ა.ი.პ.–ები: “სამხატვრო გალერეა”, “ადგილობრივი მუზეუმები”, “ჩხორიის არაპროფესიული (მოყვარული) თეატრი”.

500.0 ათასი ლარია გამოყოფილი საბიბლიოთეკო დარგის განვითარების ხელშეწყობის პროგრამისთვის და მას ა.ა.ი.პ  “ცენტრალური ბიბლიოთეკა” განახორციელებს.

280.0 ათასი ლარით დააფინანსა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება ბიუჯეტმა და მას ა.ა.ი.პ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი” განახორციელებს.

ბუჯეტში, 100.0 ათასი ლარია გამოყოფილი მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის პროგრამისთვის, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შპს “ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი” განახორციელებს.

250.0 ათასი ლარი – შპს “ANAKLIA-GANMUKHURIS RESORTS” –ის ფინანსური ხელშეწყობაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

250,0 ათასი ლარით  სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა დაფინანსდება და მას შპს “ზუგდიდსერვისი” განახორციელებს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!