ზუგდიდის ყოფილმა მერმა, თავის კაბინეტში, ახალ მერს უმასპინძლა


ამ წუთებში, “ზუგდიდელების” სარწმუნო წყაროს ცნობით,  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, ირაკლი გოგოხია, რომელსაც დღეს ამოეწურა უფლებამოსილება, თავის კაბინეტში, მასპინძლობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ მერს ლაშა გოგიას. როგორც წყარო იტყობინება, მათთან ერთად, იმყოფება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე მამუკა წოწერია. ინფორმაციის მიხედვით, ყოფილი მერი, ახლადარჩეულ კოლეგას ზოგადად ესაუბრება მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა მერიისა და გამგეობის სამსახურების ლიკვიდაცია, დღეს, თვითმმართველობის თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან. სავარაუდოდ, ხვალ, დაგეგმილი საკრებულოს პირველი სხდომის შემდეგ, გაირკვევა, ვინ გააგრძელებს ახალარჩეულ მერთან და საკრებულოს თავმჯდომარის აპარატთან თანამშრომლობას.

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მერია განთავსდება ყოფილი გამგეობის შენობაში, ხოლო საკრებულო მუშაობას გააგრძელებს სახელისუფლებო შენობის იმ ნაწილში, სადაც მერია იყო განთავსებული.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!