ზუგდიდის საკრებულოს წევრების ასაკი 26-დან 62 წლამდეა


 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები პოლიტიკური საქმეებისთვის მოწიფულ ასაკში არიან: საკრებულოს ყველაზე უმცროსი წევრი 26 წლისაა, უხუცესი 62-ის. ახალადარჩეულ საკრებულოს პირველ სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე, ზუგდიდელი ექიმი, 62 წლის ოთარ მარშავა  გაუძღვება.

  საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი სანდრო სორდია 1991 წელსაა დაბადებული და “ქართული ოცნების” პარტიული სიით მოხვდა საკრებულოში. მას უკვე აქვს თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება, -სანდრო სორდია ქ.ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ განყოფილების თანამშრომელი იყო დეპუტატად არჩევამდე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!