ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 9 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია


როგორც, “ზუგდიდელებს”, ზუგდიდის საგანმამათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა კახა ფარცვანიამ აცნობა, დიდთოვლობის გამო, საგაკვეთილო პროცესი შეწყვეტილია მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლაში,- “გრიგოლიშში, ოდიშის პირველში, რიყეში, ტყაიაში, ყულიშკარში, ჩხორიაში, ჭაქვინჯში, ჭკადუაშში და ჯუმის საჯარო სკოლებში. ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს სწავლა მუნიციპალიტეტის დანარჩენ სკოლებში. მაგრამ იქ, სადაც გადაუღებლად თოვს, საგაკვეთილო პროცესი 5 წუთით შემცირდა, რომ ბავშვებმა დროულად შესძლონ სახლში დაბრუნება. ქალაქის სკოლებში კი, შეუფერხებლად მიმდინარეობს მეცადინეობა”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!