ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 1400 პირველკლასელი დარეგისტრირდა


17 სექტემებრს, საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სასწავლო პროცესი დაიწყო ზუგდიდის ყველა საჯარო სკოლაში. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანლის კახაბერ ფარცვანიას განმარტებით, დღეს, ზუგდიდში აბსოლუტურად ყველა სკოლაში დაიწყო სასწავლო პროცესი. “არსად არ გვაქვს შეფერხება არანაირი. მეოთხე, მეათე, მერვე , დარჩელის პირველ და ინგირის მეორე საჯარო სკოლები “მილენიუმის” პროექტის ფარგლებში, არის სარემონტო სამუშაობზე და შესაბამისად, მეორე ცვლაში დაიწყებენ, ორ საათზე, ჩვეულებრივ სასწავლო პროცესს. რაც შეეხება, პირველკლასელებს, წელს, გვყავს 1400 პირველკლასელი. გასულ წელთან შედარებით, არ არის შეცვლილი. შარშანაც, დაახლოებით 1420 ბავშვი გვყავდა”.

კახა ფარცვანიას ინფორმაციით, ყველა პირველკლასელს გადაეცა საჩუქრად კომპიუტერი და ახალი სახელმძღვანელოები. “წელს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ამოქმედდა პირველ-მეექვსე კლასებში, შესაბამისად, სახელმძღვანელოები ახალი გვაქვს და ყველა სკოლა უზრუნველყოფილია სახელმძღავნელოთი. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს. წარმატებებს ვუსურვებ. -უთხრა “ზუგდიდელებს” კახაბერ ფარცვანიამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!