ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 30 შტატის თანამშრომელი იმუშავებს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, როგორც “ზუგდიდელებს” განუმარტა, საკრებულოს აპარატის ახალდანიშნულმა ხელმძღვანელმა ნატა პაპასკირმა, წარმოდგენილი იქნება 5 განყოფილებით, სადაც იმუშავებენ 30 თანამშრომელი და საჭიროებისამებრ, ხელშეკრულებით აყვანილი პირები. 

როგორც პაპასკირმა განმარტა, წინასწარ არ არის განსაზღვრული საკრებულო რამდენ ადამიანთან დადებს თანამშრომლობის ხელშეკრულებას”. საკრებულოს აპარატის 5 განყოფილება შემდეგნაირად არის წარმოდგენილი: საქმის წარმოების საკითხთა განყოფილება-მამუკა სიჭინავა, საფინანსო საკითხთა განყოფილება ნინო ქაძანაია, იურიდიული განყოფილება-ნინო დაგარგულია, მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება-გიორგი გოგია, მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება-მირიანე კილასონია.

ადრე, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება ერთ ერთეულად იყო წარმოდფენილი, მაგრამ ახალმა საკრებულომ ის ორ განყოფილებად დაჰყო.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!