ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მამუკა წოწერია უხელმძღვანელებს


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 40 ხმით, საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა წოწერია აირჩიეს.  სხდომას ესწრებოდა 46 დეპუტატი. საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა წინამორბედებს გაწეული საქმიანობისთვის. 

“მერწმუნეთ, თავიდან ბოლომდე მაქვს გაცნობიერებული ის უდიდესი პასუხისმგებლობა რომელიც მეკისრება საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევით”- განაცხადა მამუკა წოწერიამ და აღუქვა მოსახლეობას დაუღალავი შრომა, მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ.”

მამუკა წოწერიამ ასევე, მერად არჩევა მიულოცა ლაშა გოგიას, რომელიც სხდომას ესწრებოდა. 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!