ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო 49 წევრით იქნება წარმოდგენილი


დღევანდელ სხდომაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 50 წევრის ნაცვლად, 49 წევრით იქნება წარმოდგენილი. ავტოკატასტროფაში დაიღუპა ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” თამაზ ჟორჟოლიანი. როგორც მედიასთან ზუგდიდის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განმარტა, ცაიშს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის შესაძლებლობა, არსებული კანონმდებლობით, მომავალი წლის გაზაფხულამდე არ მიეცემა.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!