ზუგდიდის მერი ამბობს, რომ გარევაჭრობის აკრძალვა მოხდება მთელს ქალაქში


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვნელმა ანა წითლიძემ გარევაჭრობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს გარევაჭრობის წესზე. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი უნდა იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, გარემოვაჭრეები და ამის შემდეგ უნდა აამოქმედონ სადამსჯელო ღონისძიებები. „წინა საკრებულოს მიერ მიღებული წესი არის არასწორი, რადგან არ შეიძლება ქალაქში მხოლოდ კონკრეტულად ერთ ადგილას იკრძალებოდეს  გარევაჭრობა და მთელ ქალაქში იყოს დაშვებული. ქალაქის იერ-სახე უნდა მოწესრიგდეს, მაგრამ არ უნდა იყოს ორმაგი სტანდარტები.“ [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=79ZFqj_yUkI[/embedyt]

დღევანდელ სხდომას ესწრებოდა ქალაის მერი ლაშა გოგია, რომელმაც პასუხი გასცა ანა წითლიძის წინადადებას და ცალსახად განაცხადა, რომ ზუგდიდში არ იქნება „ორმაგი სტანდარტები“ და გარევაჭრობა აიკრძალება. ალტერნატიულ ფართებთან დაკავშირებით, მერმა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ გარემოვაჭრეს შიგნითაც აქვს ადგილები და მუშაობენ. „ბაზრის შიგნით რამდენიმე ტერიტორიაზე დაახლოებით სამასი ადგილია თავისუფალი და ისინი გათავისუფლდებიან სამი თვის გადასახადისგან“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=euNRSGNGHtU[/embedyt]

საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, კი შეიქმნება დროებითი სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე. „ყველა თანხმდება იმას, რომ იქ არის კრიტიკული სიტუაცია, როგორც სურსათის უვნებლობის, ასევე ტრანსპორტის თვალსაზრისით“.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!