ზუგდიდის ბიბლიოთეკაში იტალიის კუთხე გაიხსნება


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში ჩატარდა შეხვედრა იტალიის საელჩოს წარმომადგენელთან დასავლეთ საქართველოში, კარლო სერაფინისთან და ქართველ იტალიოლოგთან გაგა შოთაძესთან.  შეხვედრაზე, იტალიის ელჩმა კარლო სერაფინმა, ისაუბრა, ზუგდიდში, ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში იტალიური კუთხის გახსნაზე, სამომავლო გაცვლით პროგრამებზე,  იტალიური ენის სწავლებასა და სხვა აქტივობებზე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა ხათუნა დარასელიამ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია თემა „იტალია, კულტურა, ტრადიციები და სხვა თავისებურებანი“.  ხათუნა დარასელიამ ვირტუალურად იმოგზაურა იტალიაში და დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა იტალიის კულტურაზე და ტრადიციებზე. „ეს იყო პრეზენტაცია, რომელიც წლების წინ გავაკეთე იტალიით შთაგონებულმა. მოხარული ვარ, რომ მალე ზუგდიდში გაიხსნება იტალიის კუთხე და დაინტერესებულ ადამიანებს მიეცემათ საშუალება უფრო მჭიდრო და ინტენსიური კონტაქტი ჰქონდეს იტალიასთან“. შეხვედრის ბოლოს, ელჩმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არაჩვეულებრივი საჯარო ლექცია შედგა ზუგდიდის ბიბლიოთეკაში. „როდესაც ბიბლიოთეკაში ოფიციალურად  გაიხსენება იტალიის კუთხე, ეს დაახლოებს ერთმანეთთან ქართულ-იტალიურ ურთიერთობებს. ვფიქრობ, რომ გვექნება ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობა და მეგობრობა. პროექტის განხორციელებაში მხარს გვიჭერს და გვერდში გვიდგას  ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი ქალბატონი მადონა მაქაცარია, რომელიც არის არაჩვეულებრივი ინტელიგენტი ადამიანი. ვიმედოვნებთ, რომ გვექნება არაჩვეულებრივი ურთიერთანამშრომლობა მრავალი ხნის მანძილზე“. იტალიოლოგმა გაგა შოთაძემ აღნიშნა, რომ იტალიური კუთხის გახსნა მიზანად ისახვს ქართულ-იტალიური ურთიერთობების გაღრმავებას ყველა სფეროში, როგორიც არის კულტურა, ხელოვნება, მეცნიერება და მედიცინა. „იტალირი კუთხე აპრილის თვეში უნდა გაიხსნას. იგეგმება ასევე მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. სემინარებისა და ღონისძიებების ორგანიზება ქართულ-იტალიური ურთიერთობებისა“.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!