ჩაერთეთ ბიუჯეტის განხილვაში


დღეს, 24 ნოემბერს, 15:00 საათზე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  შენობის დარბაზში  ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი საჯარო განხილვა და ქალაქის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართება.

შეხვედრას გახსნის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, შემდეგ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანია 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გამართულ თემატურ საჯარო განხილვების პროცესს შეაფასებს.

ასევე, შეჯერდება არასამთავრობო ორგანიზაციების, მოქალაქეების, სამოქალაქო აქტივისტების, დაინტერესებული ჯგუფებისა და საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების მიერ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გამოთქმული რეკომენდაციები და შენიშვნები.  25 ნოემბერს ბიუჯეტის პროექტი შეჯერებული შენიშვნებით დაუბრუნდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. ზუგდიდელებო, მიიღეთ მონაწილეობა წლის ბიუჯეტის განხილვაში. გამოიყენეთ შანსი და წინასწარ გაიაზრეთ თუ როგორ ბიუჯეტს გთავაზობენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც თავად თქვენ აირჩიეთ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!