“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველებმა სამართალდამრღვევი პირი გამოავლინეს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა გეგმიური ინსპექტირებისას, ქალაქის ტერიტორიაზე, სამართალდამრღვევი პირი გამოავლინეს. გარემოს დანაგვიანებისათვის, ფიზიკური პირი დაჯარიმდა 31-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 2-კილოგრამამდე ნარჩენით გარემოს დანაგვიანებას.

ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!