“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან


დღეს, ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრები სოფელ ინგირის, კახათის, ახალკახათის, დარჩელის, ანაკლიისა და განმუხურის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ისაუბრეს თუ რა მნიშვნელობა აქვს სუფთა გარემოში ცხოვრებას და რა ზიანის მიყენება შეუძლია დაბინძურებულ გარემოს (ჰაერი ,ნიადაგი, წყალი) ცოცხალი ორგანიზმებისთვის.

აგრეთვე, მათ, მოსახლეობას გააცნეს სანქციებთან დაკავშირებული ინფორმაციები.

15 სექტემბრიდან, ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის”  ზედამხედველობის ჯგუფის წევრები მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის აჯარიმებენ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!