ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია ზუგდიდში


ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში,  თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც არასამთავრობო სექტორის  და სამოქალაქო საზოგადოების მიერ სოციალური ქსელის საშუალებით დაიგეგმა. 

აქციის მონაწილეებს, ხელში ეჭირათ პლაკატები: “ნუ მომკლავ”, ” ნუ მოკლავ”, “ხელს ნუ აფარებ მკვლელს”, “აღსრულდეს სამართლიანობა”, “შემდეგი შეიძლება მე ვიყო”. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პროკურატურამ ვერ შესძლო საქმის გამოძიება. “გამომდინარე აქედან, “საერთაშორისო გამჭირვალობა” მოითხოვს მთავარმა პროკურორმა თანამდებობა უნდა დატოვოს”.IMG_4909

“თანასწორობის მოძრაობის” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ემზარ კვარაცხელიას განმარტებით, მთავარი არ არის სახეების და პოლიტიკური პარტიების შეცვლა. “ჩვენი მთავარი მთავარი მოთხოვნა არის ძირეულად სისტემა უნდა შეიცვალოს.” მოგვიანებით, აქციის მონაწილეები გადავიდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან. აქციის მონაწილეებს მიმართეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წამომადგენელმა თეიმურაზ ბასილაიამ, “ევროპული საქართველოს” წევრმა და პარლამენტარმა ლელა ქებურიამ. მათ კიდევ ერთხელ დაგმეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=yPFVSp8WM64[/embedyt]

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!