“ვესაუბრებით ამომრჩევლებს”


დღეს, #67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, პროექტის “ვესაუბრებით ამომრჩევლებს” ფარგლებში, დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებთან #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა ყურადღება გაამახვილა საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებებზე. მირანდა მესხმა ისაუბრა, თუ რას აკეთებენ საოლქო საარჩევნო კომისიები, რა სერვისებს სთავაზობენ  ამომრჩევლებს, ჩართულ მხარეებს და როგორი არის თანამშრომლობა საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართულ მხარეებთან. მირანდა მესხის ინფორმაციით, მათ ქონდათ გასვლითი შეხვედრები, ხვდებოდნენ ამომრჩევლებს. სულ ხუთი შეხვედრა ქონდათ როგორც ქალაქის, ასევე მუნიციპალიტეტის თემის ტერიტორიაზე. “გვქონდა გასვლითი შეხვედრები კოლხიდა, ახალსოფლის, ინგირის, რუხის, კოკის, ხურჩას თემში და ქალაქის ტერიტორიაზე. გასვლითი შეხვედრების მიზანი იყო მიგვეწოდებინა ინფორმაცია ამომრჩევლებისთვის წინასაპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მიგვეწოდებინა ინფორმაცია მათი საარჩევნო უფლებების შესახებ და განგვემარტა თუ რა უფლებები ჰქონდათ. ასევე დაინტერესების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას, ვისაც სურდა მონაწილეობის მიღება. სად, ვისთვის უნდა მიემართათ და მოვიწვიეთ დაინტერესებული პირები. ასევე შევთავაზეთ იმ სერვისების მომსახურეობა, რა სერვისებსაც სთავაზობს საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებთან დაკავშირებით”.

მირანდა მესხი ამბობს, რომ გასვლითი შეხვედრების მთავარი მიზანი იყო უფრო ახლოს ყოფილიყვნენ ამომრჩევლებთან. “ზუგდიდელების” კითხვაზე, რამდენად ინფორმირებულნი არიან ამომრჩევლები და იცნობენ თუ არა თავიანთ უფლებებს, მირანდა მესხმა განმარტა, რომ ამომრჩევლების ინფორმირებულობის დონე არის ყოველთვის დაბალი. “ამიტომ არსებობს ეს პროექტები. საგანმანათლებლო პროექტებიც ხორციელდება სკოლებში, უნივერსისტეტებში. არის საარჩევნო განვითარების სკოლები. ყველა ფენა უნდა მოვიცვათ, რომ მაქსიმალურად იქნეს მიწოდებული ინფორმაცია მათი საარჩევნო უფლებების შესახებ”.

დღევანდელ შეხვედრაზე მირანდა მესხმა ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის მისიაზე, მიზანზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურაზე და საპრეზიდენტო არჩევნებზე.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!