“ენმ”–ს “100 დღე” და ქალაქის მერის განცხადებები დეპუტატის ბრალდებებზე


“ზუგდიდის ადგილობრივმა ხელისუფლებამ  ენმ-ს არცერთი  ინიციატივა არ გაითვალისწინა, რომელიც  ზუგდიდელებისთვის სოციალური, ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლების, დევნილების, გარემოვაჭრეების, ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებას შეეხებოდა”.

აცხადებს ენმ-ს ზუგდიდის ოფისის ლიდერი ანი წითლიძე “100 დღის ანგარიშის წარადგენისას.” წითლიძის თქმით,  ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებით და მუნიციპალიტეტების შერწყმით,  ზუგდიდის მერიამ, საკრებულოსა და ააიპიებში დასაქმებულთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაზარდა 500 -ით და  სამი თვის განმავლობაში, მხოლოდ სახელფასო ფონდმა, ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში,  1 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა. მისივე მტკიცებით,  ბაღის აღმზრდელებს ბიუჯეტის ეკონომიის მიზნით არ მისცეს იანვრის ხელფასები, ამით დაზოგეს თანხები და სამაგიეროდ შექმნეს 4 ტექნიკური ფრაქცია, “ოცნების”, “კონსერვატორების”, “მწვანეების” და დანიშნეს 5 მოადგილე. ბიუჯეტს ამათი ხელფასები უჯდება 100 ათასი ლარი. გარდა ამისა,  როგორც წითლიძემ განმარატა, ზუგდიდის მერიამ,  პარკირების უფლება  იჯარით გადასცა თაუნ პარკს, რითაც ბიუჟეტმა   70 ათასი ლარით იზარალა. მისი თქმით,  ზუგდიდის მე-2 და მე-4 საჯარო ბაღების მშენებლობის პროცესის შეჩერება ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობით მოხდა, რამაც ბიუჯეტი, ფაქტიურად, 150 ათასი ლარით აზარალა. წითლიძის მტკიცებით,  ანაკლიის ნაპირსამაგრი სამუშაოების არ ჩატარების გამო, მთლიანად განადგურებულია ინფრასქტრუტურა, 3000- 5000–მდე სამუშაო ადგილი, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას დაასაქმებდა. როგორც წითლიძე ამბობს, ფრაქცია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 100 დრის განმავლობაში, ჰქონდა სულ 57 ინიციატივა, რომელიც მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებებს ეხებოდა.

დეპუტატის ბრალდებებს უპასუხა ქალაქის მერმა ლაშა გოგიამ. მისი თქმით, საკრებულოს დეპუტატი არასწორ ინფორმაციას ფლობს, მათ შორის თანამშრომელთა რაოდენობაზე. „გაერთინების შემდეგ 61ადამიანი დარჩა მერიის გარეთ და სადღაც 50-მდე თანამშრომლით შემცირდა ააიპების თანამშრომელთა რაოდენობა. ჩვენ მერიის ოფიციალურ გვერდზე განვათავსეთ რა იყო გაერთიანებამდე  და რა არის ახლა, გაერთიანების შემდეგ. ასე, რომ ციფრები შეგიძლიათ აიღოთ ჩვენი ოფიციალური გვერდიდან“.

მერმა “თაუნ პარკთან” დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, „თაუნ პარკმა“ დაგვიანებით შემოიტანა ძირითადი თანხა. „ჯარიმებიც შემოტანილი აქვთ, მეორე კვარტლის თანხაზე ჩვენ წერილი გავუგზავნეთ. მომავალში კომპანია თუ არ შეასრულებს ფინანსურ ვალდებულებას, ხელშეკრულება ავტომატიურად გააუქმდება“.  ლაშა გოგიამ შ.პ.ს „ანაკლია-განმუხურის“ საითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, „შ.პ.ს.“ ანაკლია-განმუხური ემსახურება ანაკლია -განმუხურში განთავისუფლებულ  ინფრასტრუქტურას და მას ევალება იქ ქონების მოვლა-პატრონობა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!