ზუგდიდში ევროკავშირის დღეები გაიხსნა


 ევროკავშირის დღეები ზუგდიდში არტ-გალერეაში ფოტოგამოფენით გაიხსნა.   ფოტომასალა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობასა და განხორციელებულ პროექტებს ასახავს. ის 9 მაისამდე გაგრძელდება. ევროკავშირის დღეების ფარგლებში 9 მაისს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე დაგეგმილია შეკრება ზუგდიდის ნომერ პირველი საჯარო სკოლის ეზოში. თარიღი ევროკავშირის დაბადების დღეს უკავშირდება. 1950 წლის 9 მაისს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერ შუმანმა პარიზში განაცხადა ევროპული ინტეგრაციის იდეა, ამიტომ ეს დღე ევროპის კავშირის დაბადების დღეა. ამ თარიღს 1951 წლიდან აღნიშნავენ.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!